თუ განცხადება საკუთრივ მცდარია და არასწორ საფუძვლებს ეყრდნობა, მისი ავტორი როგორი ავტორიტეტულიც არ უნდა იყოს, ამ მცდარ არგუმენტებსა და მოწოდებებს მართებულად ვერ გადააქცევს. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ვინც საქართველოში არსებული მდგომარეობა რეალურად იცის და საკუთარ დამოკიდებულებებს მხოლოდ ემოციებით არ საზღვრავს, ამ შემთხვევაში, ყველასთვის ნათელია, რომ დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, საქართველოსთვის ასეთი მოწოდება უბრალოდ არარელევანტურია.