”გურიაში ვიღაც კიდევ დააკავესო, 400 ათასი ლარი მიითვისაო.
ესაა კამპანია, რომელსაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ჰქვია, ანუ თვალში ნაცრის შეყრა. ასეთია ავტორიტარული რეჟიმების ბუნება. ლიფსიტებს იჭერენ, ღლავები დაცურავენ. თავდაცვის მინისტრიც ლიფსიტაა, არსაიდან მოსული, საჩვენებლად დასჯილი. თვეში ერთხელ ვიღაცას გადმოაგდებენ წვრილფეხობიდან, საინფორმაციო სივრცის შესავსებად.
ტყუილად ელოდებიან გულუბრყვილოები მყვირალა სახეებს. მსგავსი კამპანიის მიზანია სანახაობა მოუწყოს მასებს და შიში დათესოს თავისიანებში.ასე იყო ყველგან და ასე არის აქაც. ნაცადი ხერხია.”
წერს ამის შესახებ, ყოფილი პარლამენტარი, რომან გოცირიძე.