ასპინძაში კაცი მოკლეს

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტაში 46 წლის მამაკაცი მოკლეს. მკვლელობა სავარაუდოდ შურისძიების ნიადაგზე მოხდა.

მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით მიაყენეს. 46 წლის მამაკაცი ადგილზე, სასწრაფოს მისვლამდე გარდაიცვალა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.