ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით ასტრაზენეკას მეორე დოზით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 10 მაისს დაიწყება.საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის მიღება 55 წელს გადაცილებულ პირებს შეუძლიათ.
“10 მაისი არის ის თარიღი, როდესაც გადის 8 კვირა აცრილების პირველი ჯგუფისთვის. როგორც იცით, ასტრაზენეკას დოზებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 8-დან 12 კვირამდე და ვინც ჩაიტარა 15 მარტის კვირაში, მათ შეუძლიათ 10 მაისიდან მეორე დოზის მისაღებად დარეგისტრირდნენ. მეორე დოზა იქნება ყველასთვის, ვინც ჩაიტარა პირველი დოზა მარტის და აპრილის თვეებში”, – განაცხადა გაბუნიამ.