ატომური ბომბი რომ ჩამოვარდეს, ღვთისმსახურებას არ შევწყვეტთ- მეუფე ანტონი

ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი ამბობს, რომ ატომური ბომბი რომ ჩამოვარდეს, აღდგომის დღესასწაულს და ღვთისმსახურებას მაინც არ შეწყვეტს.  მზაობას გამოთქვმს იმასთან დაკავშირებით, რომ თუ საჭირო გახდება, აღდგომის წირვა-ლოცვა სპორტულ მოედანზე ჩაატაროს.

მისი თქმით, მზად არის აღდგომის წირვა სტადიონზე ჩაატაროს.

,,ატომური ბომბი რომ ჩამოვარდეს, აღდგომის დღესასწაულს და საერთოდ ზიარებას არ შევწყვეტთ დედამიწაზე. მე მაგალითად, იმასაც ვფიქრობ, რომ სტადიონზე ჩავატარო აღდგომის წირვა. ყველას შეუძლია განთავსდეს ერთმანეთისგან შორს, თავის დინამიკებით. ამას ჩვენ გავაკეთებთ, მაგრამ წირვა რომ შევწყვიტოთ და მსახურება ეს წარმოუდგენელია. ყველა სპექტრი თითქოს აკეთებს იმას, რომ ჩვენსა და ხელისუფლებას შორის დაძაბოს სიტუაცია,” – ამბობს მეუფე ანტონი.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული, მართლმადიდებელ ეკლესიებში ლიტურგიაზე მრევლის დასწრება საპატრიარქოს არ აუკრძალავს, ასევე, არ შეუცვლია 1 კოვზით ზიარების წესი.

მთავრობის წევრები ამბობენ, რომ აღდგომის მოახლოებასთან დაკავშირებით, საპატრიარქოსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუ როგორ ჩატარდეს დღესასწაული.

დეკანოზი შალვას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც კი შესაძლებელია აღდგომის ღამეს მრევლის ეკლესიაში მივიდეს. საპატრიარქო ტაძრების წინამძღვრებს რეკომენდაციებს აძლევს.