აუცილებელია სოხუმისა და ცხინვალის უსაფრთხოების გაძლიერება – რუსეთის საგარეო

აუცილებელია სოხუმისა და ცხინვალის უსაფრთხოების გაძლიერება – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის მოლაპარაკებების 59-ე რაუნდის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.

„სოხუმისა და ცხინვალის უსაფრთხოების შემდგომი გაძლიერების აუცილებლობა ნაკარნახევია შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს მზარდი აქტივობით, ალიანსის მიერ საქართველოს სამხედრო განვითარების გეგმების განხორციელებით და ამ ქვეყნისთვის თანამედროვე ტიპის იარაღის მიწოდებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო აცხადებს, რომ აუცილებელია „სამართლებრივად სავალდებულო შეთანხმების გაფორმება „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ“, ასევე დე ფაქტო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის დაწყება.