აუცილებელია უკრაინაში სამშვიდობო მისია გაიგზავნოს – პოლონეთის ვიცე-პრემიერი

აუცილებელია უკრაინაში სამშვიდობო მისია გაიგზავნოს – პოლონეთის ვიცე-პრემიერის, იაროსლავ კაჩინსკის თქმით, უკრაინაში საერთაშორისო სამშვიდობო მისია უნდა გაიგზავნოს. ამის შესახებ მან განცხადება კიევში უკრაინის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“ვფიქრობ, რომ აუცილებელია სამშვიდობო მისია – ნატო, შესაძლოა, უფრო ფართო საერთაშორისო სტრუქტურა – მაგრამ მისია, რომელიც შეძლებს თავის დაცვას, რომელიც იმოქმედებს უკრაინის ტერიტორიაზე”, – განაცხადა იაროსლავ კაჩინსკიმ.