დღეს დილით აფეთქებების ხმა ისმოდა რუსეთში, ბელგოროდის ოლქში, რომელიც უკრაინის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს. ამუშავდა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა. გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით დაიღუპა 3 ადამიანი, ოთხი დაშავდა.
ბელგოროდის გუბერნატორი არ აზუსტებს, რა მოხდა რეალურად, თუმცა წერს, რომ დაინგრა 11 მრავალბინიანი სახლი და 30–ზე მეტი კერძო სახლი, 5 კერძო სახლი მთლიანად დანგრეულია.
ჯერჯერობით უცნობია რა მოხდა რეალურად. მედია და სოციალური ქსელების მომხმარებლები საუბრობენ “მაღალი ხმაურების სერიაზე“ .