აფხაზეთის მთავრობასთან მიმდინარე აქციაზე 6 აქტივისტი დააკავეს. აქტივისტები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ხუთ დღიანი კარანტინის გაუქმებას ითხოვენ.აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. როგორც სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, პოლიციამ მათზე ფიზიკურად იძალადა. ექვსივე პირი ადმინისტრაციული წესით 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.