“დღეს აქ ვარ არა ომის დასაწყებად, არამედ მის თავიდან ასაცილებლად. ინფორმაცია, რომელსაც აქ წარმოვადგენ, არის დამტკიცებული იმით, რაც თვეების განმავლობაში ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს. და გახსოვდეთ, სანამ რუსეთი განმეორებითად მასხრად იგდებდა ჩვენს გაფრთხილებებს, უყურებდა განგაშს როგორც მელოდრამასა და უაზრობას, ისინი უკრაინის საზღვრებთან შეუჩერებლად აგროვებდნენ 150 000-ზე მეტ სამხედროსა და მასიური სამხედრო თავდასხმისთვის საჭირო შესაძლებლობებს. ამას მხოლოდ ჩვენ არ ვხედავთ. ამას მოკავშირეები და პარტნიორებიც ხედავენ”
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი გაერო-ს უშიშროების საბჭოს წინაშე სიტყვით გამოვიდა.