“საქართველომ იცის, რომ ევროპას ეკუთვნის, ახლა ევროპამ უნდა გააკეთოს დასკვნები. საჭიროა, საქართველომ დაიმკვიდროს თავისი ადგილი ევროპაში, დასავლურმა ერებმა მიიღონ საქართველო თავიანთ ოჯახში. ეს სიტყვები ისე როგორც არასდროს, პასუხობს დღევანდელ რეალობას. იმედი გვაქვს და ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ დღეს საფუძველი ეყრება ისტორიულ პროცესს, რომელიც საქართველოს ევროპული ოჯახის წევრობამდე მიგვიყვანს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!”
თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა. მან ხელი მოაწერა განაცხადს, რომლთაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.