ბათუმის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ ლუკა ნაცვლიშვილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.
ლუკა ნაცვლიშვილი გუშინ ბათუმში მიმდინარე აქციაზე დააკავეს.
შსს ინფორმაციით, ის ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.