შინაგან საქმეთა სამინსიტრომ, ქციის მონაწილეებისთვის მანქანის დაჯახების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
გამოძიება 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის გ. ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ძალადობას გულისხმობს, რაც ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
მანქანის დაჯახების შედეგად აქციის სულ მცირე ორი მონაწილე დაშავდა.
ერთ-ერთდაზარალებულს მანქანის შეჯახების შედეგად ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი.
შემთხვევა გუშინ, ღამით თბილისში, ათონელის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მიმდინარეობისას მოხდა.