აქტივისტი: უფროსმა ლეიტენანტმა ხელბორკილი ჩამარტყა თვალში და შუბლის არეში

სამოქალაქო აქტივისტი, დავით კაპანაძე აცხადებს, რომ გიორგი მუმლაძის მხარდამჭერ აქციაზე დაკავების შემდეგ პოლიციის მანქანაში უფროსმა ლეიტენანტმა სახეში ხელბორკილი ჩაარტყა.

აქტივისტის თქმით, მან სამართალდამცავის ვინაობა არ იცის, თუმცა მისი ამოცნობა შეუძლია.

“მივედით გიორგი მუმლაძის მხარდამჭერ აქციაზე, რის შემდეგადაც დამაკავეს და პოლიციის მანქანაში ჩამაგდეს ძალის გამოყენებით, შემდეგ პოლიციის თანამშრომელმა, უფროსმა ლეიტენანტმა ხელბორკილი ჩამარტყა თვალში და შუბლის არეში. სახეზე მახსოვს, არის უფროსი ლეიტენანტი, კამერებშიც იქნება დაფიქსირებული. სახელი და გვარი არ ვიცი”, – აცხადებს დავით კაპანაძე.