აქტივისტებმა პარლამენტის დეპუტატებს თავზე ფურცლები დააყარეს

საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს სხდომათა დარბაზში აქტივისტებმა ფურცლები დააყარეს. მამუკა ჯუღელის თქმით, სხდომებზე დეპუტატები ნინოწმინდის პანსიონზე უნდა მსჯელობდეს.

“სხდომა უნდა ეძღვნებოდეს იმას, რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში. დღემდე ბავშვები არიან იქ ჩაკეტილები და თქვენ სხედხართ უსაქმურად.

ჩვენი მიზანია პარლამენტის დეპუტატებს შევახსენოთ და მოვთხოვოთ პასუხი, თუ რა ხდება ნინოწმინდის პანიონში, სადაც დღემდე გამომწყვდეული ჰყავთ ბავშვები და სახელმწიფო არის ქმედუუნარო. დროულად გამოიყვანონ პანსიონიდა ის ბავშვები”, – მიმართა მან დეპუტატებს.

პლენარული სხდომა რამდენიმე წამში განახლდა. “უკაცრავად, გავაგრძელოთ სხდომა. რა უცნაური პერფორმანსი იყო რაღაც”, — თქვა გია ვოლსკიმ.