აქტივობა 10:00 საათზე: 9.27 %-ია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დღეს, 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე, დილის 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 9.27 % შეადგინა.

ამ დროისთვის არჩევნებზე გამოცხადდა 324 197 ადამიანი.

ამაზე მაღალი აქტივობა (10.66%) დაფიქსირდა მხოლოდ 2012 წელს

2020 წელს, ამავე დროს ამომრჩეველთა აქტივობა 8.33% იყო, ხოლო 2016 წელს 10:00 საათვისთვის აქტივობა 8.34% იყო.