”მინდა გთხოვოთ, რომ მაგალითი მოგვიყვანოთ, რა შემთხვევაში მოხდება თქვენ მიერ ინიცირებული მუხლის ცვლილების ამოქმედება, მაგალითად, ჩვენ პარლამენტის წინ გვაქვს ჯვრის ფორმის რკინის კონსტრუქცია, რომელზეც დადასტურებული პასუხი მაქვს მერიისგან, რომ მას არ აქვს ნებართვა, ამ კონსტრუქციის აღმართვას, თუმცა არანაირ ზომებს არ იღებს ამასთან დაკავშირებით საქალაქო სამსახური. მინდა გკითხოთ, მე რომ მოვაწყო აქცია და ჯვრის კონსტრუქცია გადავწყვიტო რომ აღვმართო ამ ჯვრის ფორმის კონსტრუქციის გვერდით, როგორ მოიქცევით ამ კონკრეტული ცვლილების შესაბამისად? ამ კონკრეტულ ვითარებაში რა ხდება? თუ შეეზარდა ეს ჯვრის ფორმის კონსტრუქცია უკვე ჩვენი პარლამენტის ფასადს და საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არაფერს თქვენთვის.”
ეს განცხადება რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში ცვლილებებს განიხილავენ.