“4 ოქტომბერს პროგრამა მინიმუმი და პროგრამა მაქსიმუმი იყო. მინიმუმი იყო – ბევრი ხალხის ქუჩაში გამოსვლა, ე.წ. არჩევნების დელეგიტიმაცია, ივანიშვილისთვის ვითარების რაღაც შირმის შექმნის საშუალება არ უნდა ყოფილიყო, თითქოს ქართველი ხალხი სტატუს-კვოს შეეგუა. რაც შეეხება მეორე გეგმას, ორგანიზატორები ფლობდნენ გეგმას, მათი ოჯახის წევრები ღიად საუბრობდნენ ღალატზე, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მათი მხრიდან მეტი განმარტება მოხდეს, რა ღალატს ჰქონდა ადგილი, ვინ არიან ის გავლენიანი ადამიანები, რომლებიც ამ გეგმის ნაწილი იყვნენ და ბოლოს შეცვალეს მიდგომები”.
განაცხადა პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან სანიკიძემ 4 ოქტომბრის აქციაზე საუბრისას.