“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია აცხადებს რომ კომენდანტის საათი საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე აღდგომის ღამისთვის დაწესდა.
“შეშინებულია ხელისუფლება აქეთ ოპოზიციის ეშინია, იქით გავლენიანი ინსტიტუტის.ვერავინ ვერ ახსნა 9 საათიდან დილის 6 საათამდე რატომ დააწესეს კომენდანტის საათი?! ერთი დღისთვის დააწესეს და უნდა დაიტანჯოს ასი ათასობით საქართველოს მოქალაქე. ეს აღდგომის ღამისთვის გაკეთდა. არ ეყო გამბედაობა ხელისუფლებას.”