აღიარებენ, რომ ჩადებები პოლიციის პრაქტიკაა. უდანაშაულო ხალხზე ყვიროდით რომ დამნაშავეები არიან ეს თქვენს სინდისზეა! – ლევან ღამბაშიძე

“აღიარებენ, რომ ჩადებები პოლიციის პრაქტიკაა. უდანაშაულო ხალხზე ყვიროდით რომ დამნაშავეები არიან ეს თქვენს სინდისზეა!” – ასე ეხმაურება, ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე თედო აბრამობის გათავისუფლებას.

“მაგენი ყველანი ნარკამანები არიან.”
ჯერჯერობით ერთის მეორეს მიყოლებით უშვებენ ხალხს, ვისაც ნარკოდანაშაულს ედავებოდნენ.
ანუ აღიარებენ, რომ ჩადებები პოლიციის ჩვეულებრივი პრაქტიკაა.
აღიარებენ, რომ პოლიციელები კრიმინალები არიან.
აღიარებენ, რომ მათთვის ბრძანებების მიმცემები კრიმინალები არიან.
აღიარებენ, რომ პოლიტიკური ნიშნიდ ჰყავთ დაკავებული.
ამ ხალხის უკანონოდ დაკავება რეჟიმის კრიმინალების სინდისზეა.
თქვენ კიდე ამდენი ხნის განმავლობაში უდანაშაულო ხალხზე ყვიროდით რომ დამნაშავეები იყვნენ. ეს თქვენს სინდისზეა.” – წერს ლევან ღამბაშიძე.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული 22 წლის თედო აბრამოვი მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა უდანაშაულოდ ცნო. პროკურატურის მტკიცებით, ჩხრეკისას აბრამოვს ქურთუკის ჯიბიდან 5 გრამი კლუბური ნარკოტიკი ამოუღეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებოდა.

მანამდე, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ამავე ბრალდებით დაკავებული გიორგი ახობაძე.