აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირებულმა ტრიომ ბათუმის სამიტის დეკლარაციას ხელი მოაწერა

აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირებულმა ტრიომ : საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ბათუმის სამიტის დეკლარაციას მოაწერა ხელი.დეკლარაციას ხელს აწერენ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ. ხელმოწერის პროცესს ესწრებოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელიც.

“ასოცირება არ უნდა იყოს მხოლოდ სიტყვა, მას ახალი მნიშვნელობა უნდა გააჩნდეს, უნდა გაითვალისწინოს ჩვენი სამი ქვეყნის ლიდერთა გონების, საერთო განწყობის და მიდგომების, დემოკრატიული მმართველობის, ძლიერი საზოგადოების მშენებლობის საერთო მიდგომების ნიშანი, რათა განვითარდეს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკა, ერთობლივი პროექტებით და საერთო მიდგომები არსებობდეს კონფლიქტების და ოკუპაციის დასაძლევად. ახალი მნიშვნელობის მქონე ასოცირება უნდა გაჩნდეს, იმდენად რამდენადაც ჩვენ ვიკისრეთ ვალდებულება, რომ გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ რეფორმები, ადაპტაცია, ევროკავშირის კანონდებლობასთან, გავაძლიეროთ ჩვენი სამართლის უზენაესობა და პრინციპები. ასევე ვკისრულობთ ვალდებულებას, ერთმანეთს დავუჭიროთ მხარი, გავაძლიეროთ ერთმანეთი”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.