აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლები მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში გამწვავდება – ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ცნობით, აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლები მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში გამწვავდება, რადგან რუსეთი აგრძელებს იქ თავისი ძალების ფოკუსირებას.

„რუსული თავდასხმები კვლავ კონცენტრირებულია უკრაინის პოზიციებზე დონეცკისა და ლუგანსკის მახლობლად, ბრძოლები გრძელდება ხერსონისა და ნიკოლაევის რეგიონში, ასევე განახლებულია შეტევა კრამატორსკიზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

დაზვერვის ინფორმციით, რუსული ძალები აგრძელებენ ბელარუსიდან უკრაინაში შესვლას,  რათა განლაგდნენ აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციების მხარდასაჭერად.