აღმოსავლეთ უკრაინაში ეუთოს რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში ორგანიზაციის რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ახლა მუშაობენ, რათა გამოიხსნან სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, რომლებსაც თავისუფლება დონეცკსა და ლუჰანსკში აღუკვეთეს.

“ეუთო უკიდურესად შეშფოთებულია დონეცკსა და ლუგანსკში სპეციალური სადამკვირვებლო მისიის რამდენიმე წევრის თავისუფლების აღკვეთით. ეუთო იყენებს ყველა ხელმისაწვდომ საშუალებას, რათა უზრუნველყოს პერსონალის გათავისუფლება”. – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.