აღშფოთებული ვარ ძალადობით, რომელიც სიკვდილით დასრულდა – კინზინგერი ლაშქარავაზე

ამერიკელი სენატორი, ადამიან კინზინგერი “ამერიკის ხმასთან” ეხმიანება ლექსო ლაშქარავას გარდაიცვალაებას.

სენატორი აღშფოთებულია სიკვდილით დასრულებული ძალადობით.

“კონგრესმენი ძალადობით აღშფოთებულია, რომელიც ახლა სიკვდილით დასრულდა, და ის მოუწოდებს ყველა მხარეს, შეინარჩუნოს სიმშვიდე. მათ, ვინც დააკავეს, პასუხი უნდა აგონ დანაშაულებზე. ის იმედოვნებს, სასამართლო იქნება დამოუკიდებელი”, – განუცხადა კონგრესმენის ოფისმა “ამერიკის ხმას”.

ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს, დილით, დედამ საკუთარ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. მას 5 ივლისს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პუტინისტური ჯგუფები თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ.