“ჩვენ ყველამ ვიცით, განსაკუთრებით დღეს, ისევე როგორც ყოველთვის, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის ამერიკული საზოგადოების, ამერიკული დემოკრატიის ქვაკუთხედი. ჩვენ არ მოვითმენთ ჩვენს არჩევნებში ჩარევას, მიუხედავად იმისა, საიდან მოდის ის. ჩვენ ეს ვაჩვენეთ – არა მხოლოდ ჩვენი სიტყვებით, არამედ ჩვენი საქმით. პრიგოჟინის წინააღმდეგ სანქციების გარდა ამ ადმინისტრაციამ რუსეთის წინააღმდეგაც გამოაცხადა სანქციები. ჩვენ ეს გავაკეთეთ 2021 წლის აპრილში არა მხოლოდ რუსეთის მავნე კიბერშეტევის საპასუხოდ, „სოლარ უინდსის“ კონტექსტში და იმ კონტექსტში, რაც როგორ მოექცნენ ბატონ ნავალნის, როდესაც ქიმიური ნივთიერებით მოწამლეს ის, არამედ ჩვენს არჩევნებში ჩარევის საპასუხოდ. ჩვენ იგივე გავაკეთეთ ირანის წინააღმდეგ. ჩვენ მზად ვართ იგივე გავაკეთოთ ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს ან სუბიექტის წინააღმდეგ, რომელიც შეეცდება ჩაერიოს ჩვენს დემოკრატიულ პროცესებში”,

ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა, არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად.