აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, შეერთებული შტატები არ უტევს რუსეთს, არამედ ეხმარება უკრაინას რუსული აგრესიისგან თავის დაცვაში.
„ისევე, როგორც პუტინმა გააკეთა არჩევანი ამ სასტიკი შეჭრის დასაწყებად, მას შეეძლო ამის დასრულება. რუსეთი აგრესორია და მსოფლიომ ის პასუხისგებაში უნდა მისცეს”,– თქვა ბაიდენმა.
მისივე შეფასებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრას უზარმაზარი ადამიანური დანაკარგები მოაქვს სისასტიკისა და ომის დანაშაულებების შემზარავი მტკიცებულებებით იმ ადგილებში, სადაც ისინი ცდილობენ კონტროლის დამყარებას.