აშშ არ შეეგუება რუსეთის შეტევას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობზე – სახელმწიფო დეპარტამენტი

“აშშ არ შეეგუება რუსეთის შეტევას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობზე”  –  ამის შესახებ საუბარია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ უელსის დეკლარაციის ხელმოწერიდან 80 წლის თავთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აწერს.

წერილში აღნიშნულია, რომ 80 წლის წინ შეერთებულმა შტატებმა მტკიცედ უარყო, ეღიარებინა საბჭოთა კავშირის მიერ ბალტიისპირეთის იძულებითი მიერთება და საბჭოთა კავშირმა ჩაიდინა დანაშაულებრივი აქტი, როდესაც ნაცისტურ გერმანიასთან ერთად, 1939 წელის აგვისტოში ხელი მოაწერა საიდუმლო პროტოკოლს, რომელიც ცნობილია როგორც მოლოტოვ-რიბენტროფის პაქტი. დოკუმენტის მიხედვითვე, ათწლეულების განმავლობაში საბჭოთა ოკუპაციისა და იძულებითი ასიმილაციის მიუხედავად, შეერთებული შტატები მუდმივად უჭერდა მხარს ბალტიისპირეთის ამ სამი ქვეყნის სუვერენიტეტს. ბალტიისპირეთის ქვეყნებზე საუბრისას სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსა და უკრაინასაც ახსენებს:

ველესის დეკლარაცია მხოლოდ ისტორიული არტეფაქტი არ არის. ამერიკის შეერთებული შტატები არასდროს აღიარებს საბჭოთა კავშირის მიერ ბალტიისპირეთის ქვეყნების უკანონო იძულებით მიერთებას, ისევე როგორც არასდროს შეეგუება რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე შეტევას, რომელსაც ის ყირიმის ანექსიით, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში დესტაბილიზაციის მცდელობით, ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის გზით ცდილობს.

ათწლეულების განმავლობაში საბჭოთა ოკუპაციის და იძულებითი ასიმილაციის მცდელობათა პირობებში, აშშ არ წყვეტდა ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის სუვერენიტეტის აღიარებას. ამ ბნელ დღეებში, ესტონელ, ლატვიელ და ლიტველ ხალხს არასოდეს დაუკარგავს იმედი, რომ საბჭოთა “ქვეყნების საპყრობილის” კარი ერთ დღესაც გაიღებოდა. იმედი არ დაუკარგავს აშშ-საც.

უელესის დეკლარაცია მხოლოდ ისტორიული არტეფაქტი არ არის. ისევე, როგორც აშშ-ს არასოდეს უღიარებია ბალტიისპირეთის ქვეყნების იძულებითი შესვლა საბჭოთა კავშირში, ასევე არასდროს შეეგუება რუსეთის მხრიდან თავდასხმას საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე ყირიმის ანექსიის, აღმოსავლეთ უკრაინაში მადესტაბილიზებელი მარიონეტების მხარდაჭერის, ან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის გზით.”

– აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.