შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და სამხრეთ კორეის ახალი პრეზიდენტი, იუნ სუკ იოლი საერთო სამხედრო წვრთნების გაფართოებაზე შეთანხმდნენ. ჯო ბაიდენმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ სამხრეთ კორეისა და აშშ-ს ეკონომიკური და სამხედრო თანამშრომლობა აჩვენებს ქვეყნების მზაობას “ყველა საფრთხეს ერთად გაუმკლავდნენ”.
წვრთნების მთავარი მიზანი ჩრდილოეთ კორეის შეკავებაა, რომელიც ბირთვული არსენალის გაფართოებას ცდილობს.