აშშ ევროპაში დამატებით 500 სამხედროს გზავნის

აშშ-ს თავდაცვის მდივანის, ლოიდ ოსტინის ბრძანებით, ევროპაში, NATO-ს ქვეყნების ტერიტორიაზე დამატებით 500 ჯარისკაცის და სამხედრო ინფრასტრუქტურა გაიგზავნება. ამის მიზეზი უკრაინაში ომის პარალელურად ევროპაში NATO-ს წევრი ქვეყნების უსაფრთხოების გაძლიერებაა.

აშშ-ს ცნობით, 500 ჯარისკაცი გერმანიაში, პოლონეთსა და რუმინეთში გაიგზავნება. გარდა ამისა, პოლონეთსა და რუმინეთში საჰაერო მხარდაჭერის ოპერაციების ცენტრი გაიხსნება.

საბერძნეთში KC-135 ტიპის საწვავის შემვსები თვითმფრინავი განთავსდება.