აშშ თურქეთს აფრთხილებს, რომ რუსეთი სანქციების გვერდის ასავლელად მის გამოყენებას ცდილობს

USA and Turkey relations. American and Turkish flags on cracked wall background. 3d illustration

აშშ–ს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, უოლი ადეიემომ სატელეფონო საუბრისას გააფრთხილა მისი თურქი კოლეგა, რომ რუსული იურიდიული და ფიზიკური პირები ცდილობენ თურქეთი დასავლეთის სანქციების გვერდის ასავლელად გამოიყენონ, რომლებიც რუსეთს უკრაინაში მისი აგრესიის გამო დაუწესდა.

უოლი ადეიემომ და იუნუს ელიტაშმა ასევე განიხილეს საერთაშორისო ძალისხმევა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ქმედითობის უზრუნველსაყოფად– ნათქვამია ამერიკის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

თურქეთი არ შეუერთდა მრავალრიცხოვან სანქციებს, რომლებიც მისმა ნატოელმა მოკავშირეებმა რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაუწესეს.