შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი კიევშია – ინფორმაციას ამის შესახებ, უკრაინული გამოცემა “ევროპეისკა პრავდა” იუწყება.
ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია, რომელ ოფიციალურ პირებთან გამართავს ის შეხვედრას.
ბლინკენის კიევში ჩასვლამდე, რამდენიმე საათით ადრე რუსეთმა მორიგი საჰაერო თავდასხმა განახორციელა უკრაინის ქალაქებზე.