აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ამერიკა სანქციებს უწესებს 2 რუსულ ბანკს – VEB და სამხედრო ბანკისა და რუსულ ელიტას. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“ჩვენ ვუწესებთ სანქიცებს ორ ყველაზე დიდ ფინანსურ ინსტიტუციას – VEB-ს და სამხედრო ბანკს. ჩვენ ვახორციელებთ ყოვლისმომცველ სანქციებს რუსეთის სუვერენულ ვალზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მოვწყვეტით რუსეთის მთავრობას დასავლური დაფინანსებისგან. მათ აღარ შეეძლებათ აქტივების მოზიდვა დასავლეთიდან და არ შეეძლებათ ვაჭრობა ჩვენს ან ევროპულ ბაზრებზე.
ჩვენ ვუწესებთ სანქციებს რუსეთის ელიტას და მათი ოჯახის წევრებს. ისინი იზიარებენ კრემლის პოლიტიკის კორუფციულ თამაშებს და ასევე უნდა გაიზიარონ ტკივილი. ჩვენ ვმუშაობთ გერმანიასთან, რათა ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის პროექტი წინ აღარ წავიდეს”,– განაცხადა ბაიდენმა პრესკონფერენციაზე.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებების საპასუხოდ სანქციები უფრო გამკაცრდება.