ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა. სანქციების მორიგი პაკეტის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. აშშ-ის დამატებით სანქციებში ჯამში 150 პირი მოხვდა.
სანქციების დაწესება ოთარ ფარცხალაძის ბიზნესსაქმიანობას უკავშირდება. სანქციების პაკეტის ოფიციალურად გამოცხადებამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანქცირებულთა შორის იყო “ქართველი-რუსი ოლიგარქი”.
სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე უწესებს სანქციებს ქართველ-რუს ოლიგარქსა და რუსეთის დაზვერვის სამსახურის ოფიცერს, რათა შემდგომში მოხდეს გამკლავება რუსეთის ფედერაციის მავნე გავლენებთან საზღვარგარეთ.
ოთარ ანზორის ძე ფარცხალაძე 1(a)(i) პუნქტის შესაბამისად არის სანქცირებული რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობისთვის ან საქმიანობისთვის. ფარცხალაძე საქართველოსა და რუსეთის მოქალაქე ოლიგარქია.
ალეკსანდრ ვლადიმირის ძე ონიშჩენკო (ონიშჩენკო) 1(a)(iii)(A) პუნქტის შესაბამისად სანქცირებულია როგორც რუსეთის ფედერაციის მთავრობის ლიდერი, თანამდებობის პირი, უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი და დირექტორთა საბჭოს წევრი. ონიშჩენკო არის რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (FSB) ოფიცერი.
FSB ოფიცერი ონიშჩენკო, სავარაუდოდ, დაეხმარა თავის თანამოაზრე ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და შესაძლოა რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში. ფარცხალაძემ სრულად მიიღო რუსული იდენტობა და რეგულარულად მოგზაურობს რუსეთში. ონიშჩენკომ და FSB-მ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე ფარცხალაძის გავლენა რუსეთის სასარგებლოდ გამოიყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა FSB-თან კავშირით
პუნქტის 1(a)(i) შესაბამისად, შემდეგი ორი ორგანიზაცია სანქცირებულია რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში ოპერირების ან საქმიანობისთვის. ორივე არის რუსეთში დაფუძნებული მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია, რომელთა 50 პროცენტი ფარცხალაძეს ეკუთვნის”. – აღნიშნულია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.