აშშ-მ რუსეთისგან მიღებული ხელოვნური სუნთქვის აპარატები, “Aventa-M” გადაყარა. ამის შესახებ ინფორმაციას, Forbes-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა იუწება, აშშ-მ უტილიზება ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის 45 აპარატს გაუკეთა.
მაისში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტომ [FEMA] განაცხადა, რომ აშშ-მა უარი თქვა გამოეყენებინა რუსული წარმოების აპარატები, რომლებიც მათთვის გამოუსადეგარია, მიზეზად ამერიკულ საავადმყოფოებში შესაბამისი ელექტრო ადაპტერების არარსებობა დასახელდა.
ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტომ მალევე განაცხადა, რომ რუსულ აპარატებს ტექნიკური ხარვეზი ჰქონდა რის გამოც აპარატები საწყობში ინახებოდა. ამ განცხადების გაკეთებიდან რამდენიმე კვირაში, რუსული წარმოების ხელოვნურს სუნთქვის აპარატებს მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის საავადმყოფოებში ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც 6 კაცი დაიღუპა.