აშშ–მ უკრაინისთვის იარაღის საზღვაო გზით მიწოდება გაზარდა–Washington Post

პენტაგონმა გააფართოვა საზღვაო გადაზიდვების გამოყენება უკრაინაში შეიარაღების მისაწოდებლად. ამის შესახებ აშშ–ს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა– წერს გამოცემა Washington Post.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველ ეტაპზე ვაშინგტონი ძირითადად ავიაციას იყენებდა, რათა რაც შეიძლება სწრაფად ჩაეტანა უკრაინაში იარაღი, თუმცა უკვე რამდენიმე კვირაში და შემდგომში, გაზაფხულიდან პენტაგორმა იარაღის ზოგიერთი სახეობის მიწოდება საზღვაო გზით დაიწყო.

მაშინ აშშ–მ უკრაინაში ჰაუბიცების და სხვა მძიმე შეიარაღების ჩატანა დაიწყო, რომლისთვის მსხვილკალიბრიანი საბრძოლო მასალების მუდმივი ნაკადებია საჭირო, უთხრეს ჟურნალისტებს სამხედროებმა.

“როცა მათთვის ჰაუბიცების მიცემა დავიწყეთ, ვიცოდით, რომ საჭირო იქნებოდა მეტი საბრძოლო მასალები“– თქვა აშშ–ს სატრანსპორტო მეთაურობის უფროსის მოადგილემ სტივენ პატჰოფმა. მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ აშშ–მ უკრაინაში იარაღის საზღვაო გზით გადაზიდვები შეიძლება კიდევ უფრო გაზარდოს.

სამხედრო ჩინოვნიკები მიწოდების კონკრეტული მარშტუბის დასახელებაზე უარს ამბობენ, თუმცა ამბობენ, რომ ზოგიერთი სახეობა პირდაპირ ხვდება უკრაინაში, ზოგი კი ევროპულ ქვეყნებში ამერიკული მარაგების შესავსებად გამოიყენება. საზღვაო ხომალდებს ტვირთების უზარმაზარი მოცულობის გადატანა შეუძლია, რაც უკრაინას საშუალებას მისცემს დიდი არსენალი შექმნას – წერს გამოცემა.

გასულ კვირას აშშ–მ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო, რომლის მოცულობა 3 მილიარდი დოლარია. პენტაგონის განცხადებით, პაკეტი გრძელვადიანი ინვესტიცია იქნება უკრაინის შეიარაღებული ძალების მშენებლობაში.