საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ (DTRA), ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციისთვის, 250 000 აშშ დოლარის ღირებულების პერსონალური დაცვის აღჭურვილობა გადასცა.
შსს-ს ინფორმაციით, DTRA-მ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა სახის დამცავი 2150 ფარი, 1500 ლიტრი სადეზინფექციო სითხე, 12260 რესპირატორი (N95), 576 თერმომეტრი და 12260 თეთრი ერთჯერადი დამცავი სამოსი „Tyvek”, დამცავი ხელთათმანებით, ქუდითა და ბახილებით.
სამინისტრო აცხადებს, რომ აღნიშნული აღჭურვილობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ დანაყოფზე განაწილდება: სასაზღვრო პოლიცია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი.