აშშ რუსული ნავთობის, გაზისა და სხვა ენერგოპროდუქტების იმპორტს კრძალავს

ამერიკის შეერთებული შტატები,  რუსული ნავთობის, გაზისა და სხვა ენერგოპროდუქტების იმპორტს კრძალავს. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიენმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ბაიდენის თქმით, რუსული ნავთობი აღარ შევა ამერიკულ პორტებში ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილება, პარტნიორებთან კონსულტაციით მიიღო.

“ზოგ ქვეყანას არ შეუძლია, შემოუერთდეს ამ სანქციებს. ჩვენ შეგვიძლია ამ ნაბიჯის გადადგმა მაშინ, როცა სხვებს არ შეუძლიათ. მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ მათთან  გრძელვადიან სტრატეგიაზე, რათა შევამციროთ მათი დამოკიდებულება რუსულ ბუნებრივ აირზე. ჩვენ ვრჩებით ერთიანები ჩვენს მიზანში, გავაგრძელოთ ზეწოლა პუტინსა და მისი ომის მანქანაზე.  ჩვენ ვდგამთ ამ ნაბიჯს, რათა პუტინს დამატებითი დარტყმა მივაყენოთ. მაგრამ ფასის გადახდა ჩვენც მოგვიწევს. მე ადრეც ვთქვი, რომ თავისუფლების დასაცავად ფასის გადახდა ჩვენც დაგვჭირდება. რესპუბლიკელებს და დემოკრატებს ესმით ეს”. – თქვა ჯო ბაიდენმა.