აშშ-ს არ უნახავს ნიშნები, რომ რუსეთი სერიოზულია მოლაპარაკებებში – ბლინკენი

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, არ უნახავს ნიშნები, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები “ეფექტურად მიიწევს წინ”, რადგან აშშ-ს არ უნახავს “რეალური სერიოზულობის ნიშნები” რუსეთის მხრიდან.

„არის რასაც რუსეთი ამბობს და არის ის, რასაც რუსეთი აკეთებს. ჩვენ ამ უკანასკნელზე ვართ ორიენტირებული“, – თქვა ბლინკენმა.

მისი შეფასებით, რუსეთის განცხადება კიევთან და ჩერნიგოვთან საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ შესაძლოა იყოს “საშუალება, რომლის დახმარებითაც რუსეთი კვლავ ეცდება, მოატყუოს ხალხი, იფიქრონ, რომ ის არ აკეთებს იმას, რასაც აკეთებდა”.

“თუ მათ რაღაცნაირად სჯერათ, რომ “მხოლოდ” უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთი ნაწილების დამორჩილების მცდელობამ შეიძლება წარმატებას მიაღწიოს, ისინი მორიგ ჯერზე იტყუებენ საკუთარ თავს”, – განაცხადა ბლინკენმა.

ბლინკენმა მოუწოდა რუსეთს „ახლავე შეწყვიტოს აგრესია, შეწყვიტოს სროლა, უკან დახიოს თავისი ძალები და რა თქმა უნდა, ჩაერთოს მოლაპარაკებებში“.