აშშ–ს ვეტო და ჩავარდნილი რეზოლუცია გაეროში. ვინ დაუჭირა მხარი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას

გაეროს უშიშროების საბჭოში ჩავარდა  რეზოლუცია ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ. მას მას აშშ–მ ვეტო დაადო. რეზოლუცია გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე კენჭისყრაზე დააყენეს, თუმცა ვერ მიიღეს. მის წინააღმდეგ ხმა მისცა აშშ–მ, რომელსაც როგორც საბჭოს მუდმივ წევრს, ვეტოს უფლება აქვს.  არ მიიღეს – შეერთებულმა შტატებმა ვეტო დაადოუშიშროების საბჭოს წევრი დანარჩენიli  ქვეყნებიდან 13-მა რეზოლუციას  მხარი დაუჭირა, ერთმა ქვეყანამ– დიდმა ბრიტანეთმა.

ამერიკელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ რეზოლუცია არ ითვალისწინებდა ვაშინგტონის წინადადებებს, მათ შორის ჰამასის 7 ოქტომბრის თავდასხმის დაგმობას.

„სამწუხაროდ, ჩვენი თითქმის ყველა რეკომენდაცია იგნორირებული იყო. ამ ნაჩქარევი პროცესის შედეგი არის დაუბალანსებელი რეზოლუცია, რომელიც რეალობას არის მოწყვეტილი .  შეერთებულ შტატებს არ შეუძლია მხარი დაუჭიროს “არასიცოცხლისუნარიან ცეცხლის შეწყვეტას”, რომელიც მხოლოდ “ახალი ომის თესლს დათესავს”, –თქვა დიპლომატმა.

რუსეთმა და ჩინეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში შეერთებული შტატები  პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვაში დაადანაშაულავეტოს შესახებ აშშ–ს გადაწყვეტილების კომენტირებისას  რუსეთის, ჩინეთის და რამდენიმე სხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა აშშ ომის გაგრძელებასა და პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაში დაადანაშაულეს.უშიშროების საბჭოში რუსეთის წარმომადგენლის მოადგილემ, დიმიტრი პოლიანსკიმ აშშ-ს პოზიციას უწოდა “მკაცრი და ეგოისტური” და თქვა, რომ მისი შედეგია “პალესტინელი ბავშვების სასაფლაო”.

აუცილებელია მხარი დაუჭიროს ძალადობის შეწყვეტის მოთხოვნას, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ აღმოჩნდებით ისტორიის არასწორ მხარეს, მხარს დაუჭერთ არაადამიანურ ბარბაროსულ ქმედებებს”, – თქვა რუსეთის წარმომადგენელმა, ქვეყნისა, რომელმაც დაბლოკა უშიშროების საბჭოს რეზოლუციები მის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის შესახებ და უგულებელყო გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციები, რომელიც სამჯერ მოუწოდებდა მას ომის შეჩერებისა და ჯარების გაყვანისკენ.

გაეროში ჩინეთის წარმომადგენელი ჟან ჯუნი ტრადიციულად აშშ-ს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებდა.

„კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილების ადვოკატირებასთან ერთად ბრძოლის გაგრძელების ხელშეწყობა  არის თავის მოტყუება. საბრძოლო მოქმედებების გაგრძელების ხელშეწყობა და ამავე დროს,  ქალთა, ბავშვებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხსენება  უკიდურესად ცინიკურია. ეს ყველაფერი გვიჩვენებს, რა არის ორმაგი სტანდარტები“, – ციტირებს ჩინელი დიპლომატის სიტყვებს რუსული სახელმწიფო სააგენტო TASS.

 

ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში გილად ერდანმა კი  მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებსა და პრეზიდენტ ბაიდენს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე ვეტოს დაყენებისთვის, რომელიც ღაზას სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს.

„შოკისმომგვრელია, რომ მაშინ, როცა ჰამასი სამხრეთ ღაზას დასახლებული რაიონებიდან რაკეტებს ისვრის გუშ დანზე, გაერო დაკავებულია  გაუგებარი რეზოლუციის განხილვით, რომელიც არასწორი მხარისკენ არის მიმართული და ჰამასსაც კი არ გმობს. ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ ყველა მძევლის დაბრუნებით და ჰამასის განადგურებით“ – თქვა მან.

შეერთებული შტატების ვეტო დაგმო პალესტინის ხელისუფლებამ.გაეროში პალესტინის ხელისუფლების წარმომადგენელმა რიად მანსურმა აშშ–ს ვეტოს სამწუხარო უწოდა .

„ჩვენ განაწყენებულები ვართ,  ისევე როგორც ჩვენი ხალხი, რომელიც გაბრაზებულია და იმედგაცრუებულია გაეროს სისტემით […] ისინი სამართლიანად არიან აღშფოთებული, გაბრაზებული და იმედგაცრუებული, რადგან ხედავენ, რომ  ისრაელის  უზარმაზარი სამხედრო მანქანა ათასობით კლავს მათ, ხოლო უშიშროების საბჭო პარალიზებულია. ” მან თქვა.

 ანალოგიური განცხადება გააკეთა პალესტინის პრემიერ მინისტრმა მოჰამედ შტაიემ.

„უშიშროების საბჭოს მიერ აგრესიის შეჩერება არის სირცხვილი და ახალი ლიცენზია მკვლელობის, განადგურებისა და გადასახლების გასაგრძელებლად. ვეტოს გამოყენება ამხელს მათ თვალთმაქცობას, ვინც აცხადებს, რომ ზრუნავს მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეზე,“ – თქვა მან.

შტაიემ მადლობა გადაუხადა ქვეყნებს, რომლებმაც ხმა მისცეს რეზოლუციას და მოუწოდა მათ გააგრძელონ ძალისხმევა ჰუმანიტარული დახმარების გაწევისთვის, ისევე როგორც მცდელობა შეაჩერონ ისრაელის თავდასხმები ღაზას სექტორზე.