“აშშს თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა “კარგი ამბები“ შეგვატყობინა უკრაინის თავდაცვითი მხარდაჭერის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის წინ“(ე.წ. რამშტაინ4)– განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკმა.
“მე განვიხილე ჩვენს დიდ მეგობართან, ლოიდ ოსტინთან ერთად “რამშტაინის“ ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრა. შევთანახმეთ დღის წესრიგი, გავცვალეთ ინფორმაცია იმ შეიარაღების კონტროლის შესახებ, რომელიც უკრაინაში ჩადის და ა.შ. ასევე, ლოიდ ოსტინს რამდენიმე კარგი ამბავი აქვს ჩვენთვის, თუმცა დეტალებზე მოგვიანებით ვისაუბრებთ“– დაწერა რეზნიკოვმა ტვიტერზე.
რამშტაინის მეოთხე შეხვედრა 20 ივლისს გაიმართება.