“FARA-ს დოკუმენტში აშშ-ს საელჩოს თანამშრომლის სახელი და გვარი ფიგურირებს, რომელიც ჩართული იყო სააკაშვილის ლობისტური საქმიანობის პროცესში. თუ რამე კითხვები აქვს საელჩოს ან ვინმეს, უნდა მიმართონ თავიანთ კოლეგებს თეთრ სახლში თუ FARA-ს ადმინისტრაციაში და კითხონ, რის საფუძველზე ამოტივტივდა მათი საელჩოს თანამშრომლის სახელი და გვარი. ჩვენთან რა პრეტენზიები აქვთ?!

შემდეგში, ვისურვებდი, ამერიკის საელჩომ კეთილი ინებოს, ტონი შეარჩიოს, როცა საქართველოს ხელისუფლებაზე, ქართველ ხალხზე ან ქართულ სახელმწიფოზეა საუბარი”.

ასე ეხმაურება, ”ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ზარქუა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ FARA-ს კანონის საფუძველზე გამოქვეყნებულ მასალებთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას.