აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის, სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილის (“ხარებას”) მოადგილე, მირზა კეზევაძე გლობალური მაგნიტსკის სიაში შეიყვანა. შესაბამისი იფნორმაცია, დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის მხრიდან სანქციების დაწესება კოორდინირებული იყო გაერთიანებულ სამეფოსთან, რომელმაც დღეს მინისტრი ვახტანგ გომელაური და შსს-ს კიდევ ოთხი მაღალჩინოსანი დაასანქცირა საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო.
“დღეს, სახაზინო ოფისის საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტი სანქციებს უწესებს საქართველოს 2 ოფიციალურ პირს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, რომლებიც ჩართული არიან მედიის წარმომადგენლების, ოპოზიციის წევრებისა და მომიტინგეების სასტიკ დარბევაში, მათ შორის, 2024 წლის დემონსტრაციების მანძილზე. ეს ოფიციალური პირები დასანქცირდებიან [მაგნიტსკის აქტის] ფარგლებში მას შემდეგ, რაც 2024 წლის 16 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2 სხვა ოფიციალურ პირს დაუწესდა სანქციები. ეს გადაწყვეტილება კოორდინირებული იყო დიდ ბრიტანეთთან, რომელმაც 5 ინდივიდი დაასანქცირა, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევაზე”. – წერია სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში.
რელიზში ასევე აღნიშნულია, თუ კონკრეტულად რას მოიცავს, რა აკრძალვებს უწესებს ხაზინის ფინანსური სანქციები გომელაურსა და კეზევაძეს.
“დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად, ზემოხსენებული [სანქცირებული პირების] ყოველი ქონება ან ქონებრივი ინტერესი, რომლებიც ან აშშ-შია, ან აშშ-ს პირების საკუთრებაში ან კონტროლქვეშაა, დაბლოკილია და ამაზე უნდა ეცნობოს OFAC-ს (Office of Foreign Assets Control). დამატებით, ყოველი სუბიექტი, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ, ინდივიდუალურად თუ სხვებთან ერთად, მის 50%-ს ან მეტს 1 ან მეტი [სანქცირებული] პირი ფლობს, ასევე დაიბლოკება.
თუ არ არის OFAC-ის მიერ გაცემული ზოგადი ან კონკრეტული ლიცენზიით ავტორიზებული, ან გათავისუფლებული [რეგულაციებისგან], OFAC-ის რეგულაციები ზოგადად კრძალავს აშშ-ს პირების მიერ ან აშშ-ს [ტერიტორიაზე] ყოველ ტრანზაქციას, რომელიც მოიცავს ნებისმიერ ქონებას ან ქონებრივ ინტერესს, რომლებიც [სანქცირებული] პირების საკუთრებაშია. […]
დამატებით, ფინანსურმა ინსტიტუტები და სხვა პირები, რომლებიც ჩართული არიან კონკრეტულ ტრანზაქციებსა თუ მოქმედებებში სანქცირებულ ინდივიდებთან, შესაძლოა თავადაც დაექვემდებარონ სანქციებს ან სააღსრულებო მოქმედებას. აკრძალვები მოიცავს ნებისმიერი სახის დახმარებას ან თანხების, საქონლისა თუ სერვისების მიწოდებას სანქცირებული პირების სასარგებლოდ ან ნებისმიერი სახის დახმარების ან თანხების, საქონლისა თუ სერვისების მიღებას [სანქცირებული პირებისგან]”. – წერია აშშ-ს ხაზინის განცხადებაში.
რა არის მაგნიტსკის აქტი?
“მაგნიტსკის სიით” გათვალისწინებული სანქციები მიზნად ისახავს ადამიანების უფლებების დარღვევის ან კორუფციის წინააღმდეგ მიღებულ ზომებს. სახელწოდება უკავშირდება რუსეთში მცხოვრებ აუდიტორს, სერგეი მაგნიტკისკის, რომელიც 2007 წელს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებულ კორუფციას იძიებდა. ის 2008 წელს დააპატიმრეს რუსეთში გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით, რის შემდეგაც 2009 წელს ციხეში გარდაიცვალა.
2012 წელს აშშ-ს კონგრესმა მიიღო სერგეი მაგნიტსკის კანონის უზენაესობის ანგარიშვალდებულების აქტი, რომელიც საშუალებას აძლევდა აშშ-ს დაეწესებინა სანქციები იმ პირებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ სერგეი მაგნიტსკის დაკავებაში, შეურაცხყოფაში, სიკვდილში ან მონაწილეობდნენ, ზოგადად, რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევაში. 2016 წელს მიღებულმა გლობალური ადამიანის უფლებების მაგნიტსკის ანგარიშვალდებულების აქტმა გააფართოვა ეს რეჟიმი და აშშ-ს უფლება მისცა დაეწესებინა სანქციები ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებზე. სანქციები შესაძლოა გავრცელდეს ნებისმიერი უცხო ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლის წინააღმდეგაც, რომელიც პასუხისმგებელია მნიშვნელოვან კორუფციულ ქმედებებზე.
- ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია განმარტავს, თუ რას ნიშნავს მაგნიცკის სანქციების ქვეშ მოხვედრა: