ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას დამატებით $800 მილიონის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოების სხვა დახმარებას გამოუყოფს.
“უკრაინელმა სამხედროებმა გამოიყენეს ჩვენი მიწოდებული იარაღი დამანგრეველი ეფექტით. რადგან რუსეთი დონბასის რეგიონში თავდასხმის გაძლიერებისთვის ემზადება, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინისთვის თავდაცვის შესაძლებლობების მიწოდებას”,– თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა ზელენსკისთან საუბრის შემდეგ.
ახალი აღჭურვილობა მოიცავს საარტილერიო სისტემებს, საარტილერიო ჭურვებსა და ჯავშანტრანსპორტიორებს.
“მე ასევე დავთანხმდი დამატებითი შვეულმფრენების გადაცემას“, – აღნიშნა ბაიდენმა.