აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინას გაუგზავნიან დამატებით 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას.
„დღეს მე ვაცხადებ 800 მილიონი დოლარის დახმარებას, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ უკრაინის აღმოსავლეთში, დონბასის რეგიონში [უკრაინის] ბრძოლის უნარი“, – თქვა ბაიდენმა და აღნიშნა, რომ ახალი პაკეტი მოიცავს მძიმე არტილერიას და თვითმფრინავებს.
”აშშ და ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები მოქმედებენ რაც შეიძლება სწრაფად, რათა გააგრძელონ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რაც მათ სჭირდებათ”, – განაცხადა ბაიდენმა.
მისივე ინფორმაციით, უკრაინისთვის დაზვერვის მონაცემების გაზიარება ასევე იქნება პრიორიტეტი, რადგან ომი გრძელდება.
”ჩვენ ვუზიარებთ და გავაგრძელებთ უკრაინისთვის მნიშვნელოვანი დროული სადაზვერვოს ინფორმაციის გაზიარებას, რაც დაეხმარება უკრაინას რუსული აგრესიის წინააღმდეგ”, – თქვა მან.