ამერიკის შეერთებულ შტატებში, CNN- ის გადამღები ჯგუფი პირდაპირ ეთერში დააკავეს. ვიდეოს სოციალურ ქსელში თავად CNN-ი ავრცელებს. პოლიციამ ჟურნალისტი, პროდიუსერი და მისი ოპერატორი მაშინ დააკავა, როდესაც ისინი მინეაპოლისში მიმდინარე მოვლენებს პირდაპირ ეთერში აშუქებდნენ. გადამღები ჯგუფი 1 საათში გაათავისუფლეს.
სამართალდამცავებმა დაკავების მიზეზად გადამღები ჯგუფის დაუმორჩილებლობა დაასახელა. ამ ინციდენტის შემდეგ კი შტატის გუბერნატოდმა CNN-ის პრეზიდენტს, ჯეფ ზაკერს დაურეკა და მოუბოდიშა.
Minnesota police arrest CNN reporter and camera crew as they report from protests in Minneapolis https://t.co/oZdqBti776 pic.twitter.com/3QbeTjD5ed
— CNN (@CNN) May 29, 2020
ცნობისთვის,აშშ-ს შტატში, მინეაპოლისში რამდენიმე დღისწინ აფროამერიკელი კაცის, ფერადკანიანი ჯორჯ ფლოიდი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც თეთრკანიანმა პოლიციელებმა ის ასფალტზე დააწვინეს, კისერზე მუხლი დააჭირეს. ჯორჯ ფლოიდი დახმარებას ითხოვდა და ამბობდა რომ შეეწყვიტათ რადგან ვეღარ სუნთქავდა შემდეგ კი მან მოძრაობაც შეწყვიტა და საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. სწორედ ამ მომხდარი ამბის გამო მინეაპოლისსში უკვე მესამე დღეა პროტესტის ტალღა არ წყდება. დემონსტრანტებმა ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გააჩინეს ხანძარი და პოლიციიის განყოფილება გადაწვეს, ასევე დაზიანებულია არაერთი მაღაზია და მანქანა.