აშშ–ს სამედიცინო დაწესებულებებში მოდერნას ვაქცინის პირველი პარტიები უკვე დაარიგეს. გეგმის მიხედვით ამ პრეპარატით აცრები ორშაბათიდან იწყება.
ხელისუფლების ინფორმაციით სამედიცინო დაწესებულებებში უკვე დარიგდა 6 მილიონი დოზა.
მოდერნას პრეპარატის გამოყენების ნებართვა, რომელსაც 94%–იანი ეფექტურობა აქვს, პარასკევს დაჩქარებული წესით გაიცა.
ეს უკვე მეორე ვაქცინაა, რომელიც აშშ–ში დაამტკიცეს კორონავირუსთან საბრძოლველად. გასულ კვირას აშშ–ს საკვებისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სამმართველომ ამერიკული Pfizer –ის და გერმანული BioNTec–ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა, რის შემდეგაც ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ–ში დაინფიცირებულთა რაოდენობამ 18 მილიონს გადააჭარბა. გარდაიცვლილთა რაოდენობა მკი 324 ათასს.