აცრამ გადაარჩინა კაცობრიობა ბევრი ვერაგი დაავადებისგან – ამის შესახებ 90 წლის ბლოგერი, ლამარა აბჟანდაძე სოციალურ ქსელში წერს და მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდებს.
“ერთერთი პირველი ავიცერი ასტრაზენეკათი, ფოტოც დავდე, მაგრამ ზოგიერთმა აცრის მოწინააღმდეგე პირმა გაიქილიკა – 90 წლის ხარ, შენ რა გენაღვლება, რაღა დაგრჩენიაო.
ჩემო კარგებო, იცით როგორ მივაღწიე 90 წლამდე? მე აქტიურ ცხოვრებას ვეწეოდი და ახლაც აქტიური ვარ. ჯანსაღად და სწორად ვიკვებები, საღამოს 6 საათის შემდეგ არ ვჭამ, მაგრამ ეს არ არის ყველაფერი. ავად იშვიათად ვხდები, მაგრამ არ ვუშინდები ავადმყოფობას, მე მწამს ჩემი თავის, რომ კარგად ვიქნები.
აცრები ბავშვობაში მაქვს გაკეთებული, ახლაც დროულად ჩავიტარე აცრა. უბრალოდ, მეცინება იმ ხალხზე, ვინც აცრის წინააღმდეგია. აიცერით, აცრამ გადაარჩინა კაცობრიობა ბევრი ვერაგი დაავადებებისაგან.”- წერს ლამარა აბჟანდაძე.