ორშაბათი, 23 დეკემბერი , 2024, 06:34

აცრისთვის 200 ლარს იანვარში 50 წელს ზემოთ მოქალაქეებიც მიიღებენ

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის 200-ლარიანი წამახალისებელი პროგრამა 2022 წლის იანვარშიც გაგრძელდება, მის მიღებას კი 50 წელს ზემოთ პირებიც შეძლებენ.

“გადაწყვეტილების შესაბამისად, იანვრის თვეში გაგრძელდება წახალისების პროგრამა, რომელიც გულისხმობდა 200-ლარიან წახალისებას 60 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის. აქვე კიდევ ერთი სიახლეა, ასაკობრივი ზღვარი დაიწევს 50 წლამდე და ის ხალხი, ვინც ღებულობდა 60 წელს ზემოთ ასაკის, იანვრის თვიდან უკვე მიიღებს 50 წელს ზემოთ, ვინც აიცრება”,– თქვა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.