აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს თავზე ნაგავი დააყარეს

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს ერას მოედანზე ნაგვის ურნიდან ნაგავი თავზე დააყარეს.

აჭარაში ოპოზიციამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და დეპუტატის მანდატებზე უარი განაცხადეს. მოგვიანებით, გაერთიანებული ოპოზიციისა და „რესპუბლიკური პარტიის“ უკვე ყოფილი წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი უმაღლეს საბჭოში შევიდა.