მომღერალი ნინო ქათამაძე ფეისბუქზე წერს, რომ წელს საახალწლო ღონისძიებებში ის მონაწილეობას არ მიიღებს. ის არ ასახელებს, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი, თუმცა წერს, რომ ამისთვის “ძალები არ დაიშურეს“
“მოგესალმებით
ამ წელსაც გადაწყვიტეს რომ მთელი წელი უნდა ვყოფილიყავი ,,ჩუმად,, ანუ
სიმღერის-კონცერტების გარეშე,
იბრძოლეს ყველგან და ყველასთან სადაც შეეძლოთ…(ვინ? ..იმედი მაქვს ხვდებით)
და ამ ახალ წელსაც ვერ შევძლებ
თქვენთან ერთად ყოფნას, რადგან
აქაც არ დაიშურეს ძალები.
სამწუხაროდ ვერც ერთ ქალაქში ვერ შევხდებით, განსაკუთრებულიად მტკივა ჩემი ბათუმი..
ამ დღეებში აუცილებლად ჩაგერთვებით
ფბ-ზე, რადგან ვთვლი რომ უნდა
იცოდეთ დეტალები, სანამ კიდევ რამე ,,მომაწერეს და დამაბრალეს,,..
პატივისცემით“– წერს ნინო ქათამაძე.
სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ ნინო ქათამაძე არცერთ საახალწლო ღონისძიებაზე, რომელიც ხელისუფლების მიერ არის ორგანიზებული, არ მიიწვიეს და ეს მისი პოლიტიკური შეხედულებებით არის გამოწვეული.